ქარიშხალმა „ირმამ“ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი და ფორთოხლის წვენი გააძვირა

ქარიშხალმა „ირმამ“ მსოფლიო ბაზარზე ნავთობი და ფორთოხლის წვენი გააძვირა

access_time2017-09-07 14:30:00

ქარიშხალი „ირმა“, რომელიც ატლანტიკის ოკეანეში მძვინვარებს, მეტეოროლოგების განცხადებით, ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ქარიშხალია.

 

მათი ცნობით, ქარიშხალმა უკვე მიაღწია მაქსიმალურ, მეხუთე კატეგორიას და ამ კუთხით, ის უფრო ძლიერია, ვიდრე „ჰარვი“, რომელმაც აგვისტოს ბოლოს აშშ-ს სამხრეთ შტატებს გადაუარა.

 

„ჰარვიმ“ ენერგეტიკულ სექტორს, ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მეხუთედის პარალიზებით, სერიოზული ზიანი მიაყენა. ხოლო ქარიშხალმა „ირმამ“, გამორიცხული არაა, რომ მექსიკის ყურეში საბადოებიც გააჩეროს. ქარიშხალმა უკვე გავლენა მოახდინა ნავთობის ფასებზე - ნედლი ნავთობის ფასი ოთხკვირიან მაქსიმუმზე დაფიქსირდა.

 


Marketwatch-ის ინფორმაციით, WTI-ის ფასი ბოლო დღეების განმავლობაში $48.6-ზე ივაჭრებოდა, რაც 9 აგვისტოს შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. Brent -ის ტიპის ნავთობის ფასი 0.9%-ით გაიზარდა და $53.88-ზე ივაჭრება, რაც ბოლო სამი თვის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

სიტუაციას ართულებს ის, რომ „ჰარვიმ“ გამოიწვია ნავთოგადამამუშავებელი სიმძლავრეების მხოლოდ დროებითი შეჩერება, „ირმას“ კი შეუძლია საფუძვლიანად გამოიყვანოს მწყობრიდან საბადოები და ნავთობსადენები. ნავთობმოპოვება მექსიკის ყურეში შეაგდენს 1,75 მლნ. ბარელს დღე-ღამეში.

 

არანაკლები საფრთხე ელის აშშ-ს სოფლის მეურნეობას. ამჟამად შტატი ფლორიდა მსოფლიო ლიდერია ფორთოხლების წარმოებაში, და ქარიშხალის გამო, ფორთხოლის წვენზე ფიუჩერსები საგრძნობლად გაიზარდა.

 

რაც შეეხება „ჰარვის“, კერძო მეტეოროლოგიური კომპანია AccuWeather-ის მონაცემებით, ქარიშხალისგან მიყენებულმა მთლიანმა ზარალმა შესაძლებელია 190 მლრდ. დოლარს მიაღწიოს, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მშპ-ს 1%-ია. 

 



„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები

„საქართველო „მას-ტურიზმისგან“ არ უნდა დაზარალდეს“ - როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ მაღალბიუჯეტიანი ტურისტები
person access_time2018-04-25 15:37:40
საქართველოში ტურისტების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათი უმეტესობა დაბალბიუჯეტიანია. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას შემომყვან ტურ-ოპერატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ია თაბაგარმა განაცხადა, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები ძირითადად აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, რუსეთიდან, ინდოეთიდან და არაბული ქვეყნებიდან ჩამოდიან.მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ტურისტები მაღალბიუჯეტიანებს კვლავ სჭარბობენ, როგორც თითქმის ყველა სხვა ქვეყანაში. „დაბალბიუჯეტიანი ტურისტები კვლავ...

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს

„კომერსანტის“ ექსკლუზივი - დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს
person access_time2018-04-25 13:13:15
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი კონსტანტინე სულამანიძე თანამდებობას ტოვებს. აღნიშნული ინფორმაცია „კომერსანტს“  ექსკლუზიურად თავად სულამანიძემ დაუდასტურა და განუცხადა, რომ  წასვლაზე განცხადება უკვე დაწერა, დაკავებულ თანამდებობას  კი ოფიციალურად  1 მაისიდან დატოვებს.   კითხვაზე, რა მიზეზით დატოვა  მან  დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის თანამდებობა და სად გააგრძელებს საქმიანობას, სულამანიძე აღნიშნავს, რომ...

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება

Bloomberg-ზე 14:00 საათისთვის 1 დოლარი 2,4825 ლარად ივაჭრება
person access_time2018-04-25 14:15:00
ეროვნული ვალუტა ბოლო რამდენიმე  დღის განმავლობაში უფასურდება. Bloomberg-ის ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში 1 აშშ დოლარი 14:00 საათისთვის 2,4825 ლარად ივაჭრება. საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის ოფიციალურ გაცვლით კურსს აშშ-ის და ევროს მიმართ 17:00 საათისთვის გამოაქვეყნებს. 24 აპრილს განსაზღვრული კურსით, ერთი დოლარის ღირებულებამ 2.4791 ლარი შეადგინა. არასაბანკო ფინანსურ დაწესებულებათა...

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს

Top-მენეჯერებისგან განსხვავებით, საბანკო სექტორში დასაქმებულთა 99%-ს დაბალი ხელფასი აქვს
person access_time2018-04-25 11:35:00
  „ჩემი დამოკიდებულება ბანკებთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსიის შესახებ: ქვეყნის საფინანასო ბაზრზე ჩამოყალიბდა მონოპოლიური მდგომარეობა (ძირითადად, ბოლო 5 წელიწადში) და შეიზღუდა კონკურენცია. წარმოიქმნა ოთხბანკიანობის პერიოდი. ხელისუფლების ან ხელისუფლებასთან ჩახუტებული 4 ბანკი არის ქართუ, ლიბერთი, ტბს, საქართველოს ბანკი. ეს მთელი საბანკო სისტემის 85 პროცენტზე მეტია. დანარჩენი ბანკები ვერ უწევენ მათ კონკურენციას. ვტბ საერთაშორისო სანქციებშია მოქცეული, როგორც რუსული...

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა

თბილისში პარკინგის მოწყობაზე სამი ლოკაცია დასახელდა და ტენდერიც გამოცხდდა
person access_time2018-04-25 10:58:01
გეგშიძის ბაღის, რკინიგზის სადგურის და ვარკეთილის მეტროს მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგები მოეწყობა.თბილისის მერიამ საპარკინგე სისტემის მოსაწესრიგებლად ინტერესთა გამოხატვა  3 ლოკაციაზე გამოაცხადა.  შერჩეულ კომპანიას მიწა 1 ლარად გადაეცემა. პროექტი ჯამში 715 საპარკინგე ადგილის მოწყობას ითვალისწინებს.  „გაიმარჯვებს კომპანია, რომელიც მეტ საგარანტიო უზრუნველყოფას შესთავაზებს მუნიციპალიტეტს. მზად ვართ ბიზნესთან მჭიდრო ურთიერთობით შევქმნათ...


მსგავსი სიახლეები