მთავარი გვერდი

,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” „გალტ & თაგარტთან” ერთად საქართველოს ბაზარზე 40 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა

person access_time2017-08-03 14:18:41

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა, საქართველოს ბაზარზე კომუნალური მომსახურების სფეროს ორგანიზაციისთვის, უპრეცენდენტო მოცულობის, 40 მლნ ლარის ობლიგაციების კერძო განთავსება წარმატებით განახორციელა. ლარში ნომინირებული 6 თვიანი ობლიგაციებით მიღებული თანხა კაპიტალურ საინვესტიციო პროექტებს მოხმარდება. აღნიშნული ფასიანი ქაღალდების წლიური სარგებელი ეროვნული ბანკისრეფინანსირების განაკვეთს დამატებული 4%-ია. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მიერ გამოცემული ობლიგაციებიკომპანია „გალტ & თაგარტმა” განათავსა.

 

 

,,წარმატებით ვაგრძელებთ საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. ეს არის ობლიგაციების მეოთხე ემისია. დამატებითი 40 მილიონი ლარის რესურსი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის განახლება-განვითარებას და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებას მოხმარდება, რაც უაღრესად მნიშვნელოვანია, როგორც კომპანიის, ასევე წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის - განაცხადა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის გენერალურმადირექტორმა, გიორგი ცხადაძემ.

 

 

„მოხარული ვარ, რომ „გალტ & თაგარტის“ მეშვეობით უკვე მეოთხედ მოხდა ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ობლიგაციების წარმატებით განთავსება. მნიშვნელოვანია, რომ ყველა განთავსება განხორციელდა ეროვნულ ვალუტაში. ამ მხრივ gwp მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს კაპიტალის ბაზრის ჩამოყალიბებაში. ამ დროისთვის, „გალტ & თაგარტი“, საკუთარი პროფესიონალთა გუნდისა და გამოცდილების წყალობით, გახდა საინვესტიციო საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში. მსურს მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც იმუშავა აღნიშნულ გარიგებაზე და წარმატება ვუსურვო კომპანია gwp-ის“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა ოთარ შარიქაძემ.

 

 

gwp ფასიანი ქაღალდების ემისიას უკვე მეოთხედ ახორციელებს. პირველად 2.6 მლნ ლარის ობლიგაციებიკომპანიამ 2015 წლის აგვისტოში გამოუშვა. იმავე წლის 10 დეკემბერს, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა 6 მლნლარის, ხოლო მესამედ, 2016 წლის 7 დეკემბერს 30 მლნ ლარის ობლიგაციები განათავსა.

share

მსგავსი სიახლეები