geo eng rus
კვირა, 28 მაისი, 2017. 08:25
დოლარი კვლავ სუსტია - ბრიტანეთის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გირვანქა-სტერლინგს აძლიერებს
2017-04-20 10:00:50
+
-

ბოლო პერიოდში აქტიურად დასტურდება, რომ პოლიტიკოსების განცხადადებებს და პოლიტიკურ მოვლენებს ვალუტაზე დიდი გავლენა აქვს. ტრამპის განცხადებებისა და დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე დოლარის ინდექსი მარტის თვის შემდეგ თავის მინიმალურ ნიშნულზეა. ბოლო სამი კვირის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დოლარის ინდექსმა სამშაბათს ღამით აჩვენა (99,465), ხოლო დილით მხოლოდ 0,1 პროცენტით მოიმტა და 99,548-ს მიაღწია.



სამაგიეროდ, ბრიტანული ვალუტა (გირვანქა-სტერლინგი) თავის 6 თვიან მაქსიმუმზეა, რაშიც პრემიერ მინისტრ ტერაზა მეის დიდი წვლილი მიუძღვის. მან ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შესახებ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ „ბრიტანეთს ახლა ძლიერი და სტაბილური მართვა სჭირდება - განსაკუთრებით, ევროკავშირთან ბრექსიტის პირობებზე მოლაპარაკებების პროცესში".

 

პრემიერის ამ განცხადებამ, ინგლისური ვალუტის სანდოობა გაზარდა და ერთი სტერლინგი ამჟამად 1,2845 დოლარი ღირს, რაც ოქტომბრის თვის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

 

 

„ტერეზა მეის გადაწყვეტილებამ არჩევნებთან დაკავშირებით გირვანქა-სტერლინგი გააძლიერა"- ამბობს მასაფუმი იამამოტო, Mizuho Securities-ს სავალუტო სტრატეგი Reuters-თან ინტერვიუში.

ავტორ(ებ)ი: agora.ge