geo eng rus
კვირა, 26 მარტი, 2017. 08:55
უკრაინის ცენტრალურმა ბანკმა „სბერბანკს" და „გაზპრომბანკს" შესაძლოა, სანქციები დაუწესოს
2017-03-09 13:00:50
+
-

უკრაინის ცენტრალური ბანკი მზადაა შემოიღოს სანქციები რუსული „სბერბანკის" შვილობილი კომპანიის წინააღმდეგ, თუ დადასტურდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბანკმა რუსეთის ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების პასპორტების მქონე კლიენტების მომსახურება დაიწყო. რუსული და უკრაინული მედიის ინფორმაციით, იგივე სანქციები შესაძლოა, „გაზპრომბანკის" წინააღმდეგაც დაწესდეს.

 

 

„თუ ეს ინფორმაცია დადასტურდა, ეროვნული ბანკი დააყენენს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წინაშე ინიციატივას „სბერბანკის" მიმართ სანქციების გამოყენების შესახებ" - აღნიშნულია უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

 

 

ამჟამად უკრაინაში მოქმედებს „სბერბანკის" შვილობილი კომპანია, რომელიც 2001 წელს დაფუძნდა.

 

 

ეროვნული ბანკის ცნობით, 2017 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, „სბერბანკი" ქვეყანაში მოქმედ 93 ბანკს შორის აქტივების მოცულობით მე-6 ადგილს იკავებს.

 

 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, „სბერბანკის" მიერ სეპარატისტული რეგიონების მოქალაქეების მომსახურეობის შესაძლო დაწყება არის რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელება. კერძოდ, 18 თებერვალს, ვლადიმერ პუტინმა მოაწერა ხელი ბრძანებას, რომლის თანამხმადაც, რუსეთის ფედერაცია ცნობს დონექკის და ლუგანსკის „სახალხო რესპუბლიკების" მიერ გამოცემულ პასპორტებს, ქორწინების მოწმობებს და ავტომობილების სარეგისტრაციო ნიშნებს.

 

 

პირველმა ინფორმაცია „სბერბანკის" შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

 

 

„რუსული „სბერბანკი" აცხადებს, რომ იწყებს თავის ფილიალებში ეგრეთ წოდებული დონექცის და ლუგანკის პასპორტების მქონე ადამიანების მომსახურეობას. საკითხი დგას ასე - რამდენი დრო დაჭირდება უკრაინის ეროვნულ ბანკს იმისთვის, რომ შემოიღოს სანქციები „სბერბანკის" შვილობილი კომპანიის მიმართ, რომელიც მუშაობს უკრაინაში?" - აღნიშნა ავაკოვმა.

 

 

მისი აზრით, აუცილებელია სათანადო რეაქცია უკრაინის ეროვნული უშიშოების საბჭოს მხრიდან.

 

 

„სბერბანკმა" უნდა შეწყვიტოს მუშაობა უკრაინაში. ისიამოვნონ ფინანსური სამოთხით თვითმარქვია „სახალხი რესპუბლიკების" კანონებით!" - თვლის უკრაიმის შინაგან საქმეთა მინისტრი.

 

 

გარდა „სბერბანკისა", უკრაინაში მუშაობა შესაძლოა, კიდევ ერთ მსხვილ ბანკს „გაზპრომბანკს" აეკრძალოს. ამ შემთხვევაშიც მიზეზი იგივეა - თვითაღიარებული დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკების მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევა.