ყავის ინდუსტრიის ზოგიერთი ექსპერტი ყავის ფასების დაცემას ელის და მას კაკაოს მარცვლებს ადარებს, რომლებიც ასევე დაეცა 2024 წელს ისტორიულ მაქსიმუმს მიღწევის შემდეგ, – ამის შესახებ Reuters–ი იუწყება.
ყავის ფასმა რეკორდულ მაქსიმუმს 2025 წლის თებერვალში მიაღწია და აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების გამო ძვირი რჩებოდა. 2025 წლის ნოემბერში, ყავის გლობალური ფასები დაეცა მას შემდეგ, რაც ტრამპმა ბრაზილიის სოფლის მეურნეობის იმპორტზე 40%-იანი ტარიფები გააუქმა.
როგორც სააგენტომ აღნიშნა, ბრაზილიაში წარმოების მკვეთრი აღდგენის მოლოდინმა წელს ფასების შემცირება გამოიწვია.