საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ჟან-ნოელ ბაროს განცხადებით, უკრაინისთვის ფინანსური დახმარების 100 პროცენტი ევროპიდან მოდის, თუმცა პარიზს რუსეთთან დიალოგი არასდროს გამოურიცხავს.

მისი თქმით, ევროპას ახლა რუსეთთან პირდაპირი კონტაქტი სჭირდება საკუთარი ინტერესების დასაცავად.

„ევროპელებს, რომლებიც ამჟამად უკრაინის მთავარი ფინანსური და სამხედრო სპონსორები არიან, უნდა ჰქონდეთ არხი, რათა დაიცვან თავიანთი ინტერესები პასუხისმგებლობის სხვაზე დელეგირების გარეშე“, - აღნიშნა საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

ამავდროულად, ბაროს განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ჯერჯერობით არ გამოუვლენია მშვიდობისკენ სწრაფვის რაიმე ნიშნები და ამას განსაკუთრებით ადასტურებს რუსეთის მიერ მშვიდობიან მოსახლეობაზე ბილო დროს განხორციელებული თავდასხმები.

ipn.ge