მსოფლიოს სანაპირო ქალაქები ზღვის დონის აწევისა და მიწის თანდათანობითი დაწევის ორმაგი ზემოქმედების წინაშე დგანან. ამის გამო, სანაპირო ზოლთან ახლოს ზღვის დონე გლობალურ შეფასებებზე გაცილებით სწრაფად იზრდება, – ამ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევრები, რომლებმაც თავიანთი ნაშრომი გამოაქვეყნეს ჟურნალში Nature Communications.

კვლევა ჩაატარეს მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტისა და ტულეინის უნივერსიტეტის სპეციალისტებმა. მათ გამოთვალეს, რომ მჭიდროდ დასახლებულ სანაპირო რაიონებში ზღვის დონე წელიწადში საშუალოდ 6 მილიმეტრით იზრდება. ეს მაჩვენებელი თითქმის სამჯერ აღემატება მსოფლიოს სანაპირო ზოლის საშუალო მაჩვენებელს, რომელიც წელიწადში 2.1 მილიმეტრს შეადგენს. ეს ასევე თითქმის ორჯერ აღემატება კლიმატით გამოწვეული ზღვის დონის აწევის ტემპს, რომელიც წელიწადში დაახლოებით 3.15 მილიმეტრს შეადგენს.

კვლევის ავტორები ზედაპირის დაჩქარებულ ჩაძირვას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ესენია მიწისქვეშა წყლების აქტიური ამოტუმბვა, ნავთობისა და გაზის წარმოება, ახალგაზრდა მდინარის ნალექების დატკეპნა და ურბანული განვითარების შედეგად მზარდი ზეწოლა. დამატებით გავლენას ახდენს ტექტონიკური პროცესები და დედამიწის ქერქის აღდგენა უძველესი მყინვარების დნობის შემდეგ.

ყველაზე მაღალი ჩაძირვის მაჩვენებელი ჯაკარტაში დაფიქსირდა, წელიწადში საშუალოდ 13.7 მილიმეტრით.

ვრცლად snob.ru – ზე