უკრაინის თავდაცვის ძალების მებრძოლებმა გასული დღის განმავლობაში იაროსლავის რეგიონში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს - მანძილი ფრონტის ხაზიდან 1000 კილომეტრია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე ინფორმაციით, უკრაინამ ასევე სამართლიანი პასუხები გასცა რუსეთის მიერ შავ ზღვაში წარმოებულ ომს.
„ასევე იყო ჩვენი სამართლიანი პასუხები რუსეთის მიერ შავ ზღვაში წარმოებულ ომზე. რუსეთის ენგელსში, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფ „ალფა“-ს მებრძოლებმა Tu-95MS ტიპის რაკეტმზიდ თვითმფრინავს დაარტყეს. ეს არის თვითმფრინავები, რომლებიც უკრაინაზე დარტყმებს ახორციელებენ“, - აცხადებს ზელენსკი.
მისი თქმით, ეს ყველაფერი პასუხია მათ დარტყმებზე.
„რუსებმა უნდა იგრძნონ, როგორია მათი ომი“, - აცხადებს ზელენსკი.