რუსეთის მხრიდან მომავალი მუქარების მიუხედავად „მარცვლეულის დერეფანი“ შავ ზღვაში ფუნქციონირებას განაგრძობს. ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.
ვლოდიმირ ზელენსკიმ რიში სუნაკს შავ ზღვაში არსებული ვითარების და რუსეთის ქმედებების შესახებ აცნობა, რომლებიც სამოქალაქო გემებს საფრთხეს უქმნის.
უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ყველა მუქარის მიუხედავად, „მარცვლეულის დერეფანი“ ფუნქციონირებას გააგრძელებს.
„თანამოსაუბრეებმა განიხილეს სამოქალაქო გემების დაზღვევისთვის განსახორციელებელი შემდგომი ქმედებები“, - აცხადებენ პრეზიდენტის პრესსამსახურში.