აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ ვენესუელას კიდევ უფრო ძლიერს გახდის და ნავთობის ფასებს შეამცირებს.

ვენესუელასთან დაკავშირებით ტრამპმა დეტროიტის ეკონომიკურ კლუბში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ დიდი რაოდენობით ნავთობს იღებს.

„ჩვენ ვენესუელას ვაბრუნებთ და ჩვენ ვენესუელისთვის შესანიშნავი ვიქნებით, ასევე ეს შესანიშნავი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. როგორც ვთქვი, ჩვენ ვიღებთ მილიონობით ბარელ ნავთობს. ყოველდღიურად 50 მილიონი ბარელი შემოდის, მათი ღირებულება ხუთ მილიარდ დოლარს აღემატება და ეს მხოლოდ ერთ დღეში. მსოფლიოში ყველაზე დიდ გემებს შეუძლიათ ერთი მილიონი ბარელის დატევა. ჩვენ კი 50 მილიონი ბარელი გვაქვს. გამარჯვება კარგი რამაა. ჩვენ ვენესუელასთან ვიმუშავებთ. ჩვენ ამ ქვეყანას ისევ ძალიან ძლიერს გავხდით. ნავთობის ფასებს კიდევ უფრო შევამცირებთ,“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

1tv.ge