ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა) აპირებს შეცვალოს მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე ყვითელი ბარათების ზედმეტი რაოდენობის გამო მიღებული დისკვალიფიკაციის წესი. ამის შესახებ იტყობინება ბრიტანული ტელეკომპანია BBC.

იგეგმება ყველა ყვითელი ბარათის გაუქმება მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, ასევე მეოთხედფინალური ეტაპის შემდეგ, რათა შემცირდეს იმის ალბათობა, რომ ფეხბურთელები გამოტოვებენ პლეიოფის მატჩებს.

ახალ წესს განიხილავენ და დაამტკიცებენ ფიფა-ს საბჭოს სხდომაზე, რომელიც 28 აპრილს ვანკუვერში გაიმართება.

წინა ჩემპიონატებზე ყვითელ ბარათებს აუქმებდნენ მხოლოდ მეოთხედფინალების შემდეგ. მაგრამ ტურნირის მონაწილეთა რიცხვის 48 გუნდამდე გაზრდის გამო ფიფა-ში აპირებენ ახალი წესის მეშვეობით შეამცირონ დისკვალიფიკაციის რაოდენობა.

წყარო: პირველი არხი