სლოვაკეთში ყაყაჩოს ფერმერების ოჯახებს ასობით გედების მოგერიება უჭირთ , გედები ყაყაჩოზე დამოკიდებულნი გახდნენ და ისინი ზოგჯერ გადაჭარბებულ დოზასაც კი იღებენ.

ყაყაჩოს ფერმერებმა პირველად თებერვალში განაცხადეს, რომ სლოვაკეთის ქალაქ კომარნოს მახლობლად მათ მინდვრებს გედები შემოეჩვიათ.  ითვლება, რომ მათ თავდაპირველად წყლის დიდი გუბეები იზიდავდა, რომლებიც  ამ მხარეში წარმოიქმნებოდა, მაგრამ შემდეგ აღმოჩნდა, რომ გედების უმეტესობა ყაყაჩოს თესლზე, რომელიც ოპიუმს შეიცავდა დამოკიდებული გახდა და ყაყაჩოს მინდვრებს აღარ ტოვებდნენ.

ჯერ კიდევ მაისში, სლოვაკურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაახლოებით 200-მა გედმა კომარნოს მახლობლად ყაყაჩოს მინდვრები საკუთარ სახლად აქცია, რამაც ყვავილებს დაახლოებით 10 000 ევროს ზარალი მიაყენა და შედეგად გედებს ფრენა აღარ შეეძლოთ.

„ისინი ნელ-ნელა მომრავლდნენ, ჩვენ ამ მინდვრებში დაახლოებით 200 გედი დავთვალეთ“- უთხრა ჟურნალისტებს ფერმერმა ბალინტს პემმა და აღნიშნა, რომ წლების მანძილზე მსგავსი არაფერი უნახავს. 

ფერმერები თვლიან, რომ გედები არა მხოლოდ სასურველი „დელიკატესით“ კმაყოფილდებიან, არამედ  მათ  ჯანმრთელობაც სერიოზულად დააზიანეს. რამდენიმე ათეულმა გედმა უკვე ყაყაჩოს გადაჭარბებული დოზა მიიღო რის შედეგადაც ფრენის უნარი დაკარგა და მტაცებელი ნადირის სამიზნედ იქცა.

მინდვრებისთვის  სერიოზული ზიანის მიყენების შემდეგ ფერმერები გედების მოშორებას უკვე დიდი  ხანია ცდილობენ, თუმცა „ნარკომანი“ გედები მინდვრების დატოვებაზე უარს  აცხადებენ, იმის გამო რომ სლოვაკეთში გედებს დაცული ფრინველის სტატუსი აქვთ ფრინველების დახოცვა ან მათი გადასახლება ფერმერებს ეკრძალებათ, მაშინაც კი როდესაც ისინი ფერმერების საკუთრებაში იმყოფებიან.