Xiaomi-მ საკუთარი ნაყინი გამოუშვა, რომელიც ამჟამად, მხოლოდ ჩინეთშია ხელმისაწვდომი კომპანიის თანამშრომლებისა და შტაბ-ბინის სტუმრებისთვის.

დესერტი ფეტვის ბაზაზეა დამზადებული, რომელმაც „განვითარების“ რამდენიმე ეტაპი გაიარა. თავდაპირველად, მარცვალი ორთქლზე იხარშებოდა გლუვ მასამდე, შემდეგ დაბალ ტემპერატურაზე იწვოდა და ბოლოს, ტოფუს წარმოების მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებით, მდიდარ „ბრინჯის რძედ“ გარდაიქმნებოდა. შედეგად მიღებულ ნარევს ძროხის რძე ერევა და ტექსტურისთვის შემწვარ ფეტვს უმატებენ. 

ნაყინის ფასი ზომების მიხედვით განსხვავდება:
Standard - 5.99 იუანი (დაახლოებით $0.83);
Pro - 6.99 იუანი (დაახლოებით $0.97);
Max - 8.99 იუანი (დაახლოებით $1.24).

ნაყინის პირველი პარტია თითქმის მყისიერად გაიყიდა თანამშრომლებს შორის. ეს კომპანიის პირველი კულინარიული ექსპერიმენტი არ არის - ადრე მისმა საფირმო საჭმელმა ვირუსული პოპულარობა მოიპოვა.
აღმასრულებელმა დირექტორმა ლეი ჯუნმა განმარტა, რომ კომპანია ამჟამად არ გეგმავს მის საჯაროდ გაყიდვას ლიცენზიის არარსებობის გამო. თუმცა, Xiaomi EV-ის წარმოების ტურებზე დამთვალიერებლებს დესერტის დაგემოვნება შეეძლებათ.