Xbox-ი მომავალ თვეში სამუშაო ადგილების მასშტაბურ შემცირებას გეგმავს, რადგან აღმასრულებელი დირექტორი აშა შარმა Microsoft Corp.-ის ვიდეო თამაშებისა და კონსოლების განყოფილებას რეორგანიზაციას ახორციელებს, რათა შემოსავლების შემცირება შეაჩეროს – ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
წყაროების ცნობით, Xbox ასევე გეგმავს მარკეტინგზე ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას, ასევე ხარჯების შემცირებას ბიზნესის ზოგიერთ სხვა მიმართულებაში.
შარმამ ადრე საჯაროდ ისაუბრა პრობლემებზე და განაცხადა, რომ კომპანიას სჭირდება „ბიზნესის გადატვირთვა“, რომელიც „არაჯანსაღ მდგომარეობაშია“.
გათავისუფლებების ზუსტი მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია, განცხადება 30 ივნისს Microsoft-ის ფისკალური წლის დასრულებიდან მალევეა მოსალოდნელი.