2026 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 439.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 3.7 პროცენტით მეტია.
ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
„აქედან, ექსპორტი 3 108.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 19.8 პროცენტით), ხოლო იმპორტი 7 331.2 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 1.9 პროცენტით).
უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მაისში 4 222.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.4 პროცენტია“, - წერია ინფორმაციაში.