ბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air 14 დეკემბერს განაახლებს ფრენებს მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში. ამის შესახებ მოლდოვის აეროპორტის პრესსამსახური იტყობინება.

ამ დროისთვის, დაბალბიუჯეტური ავიაკომპანიის გეგმები ითვალისწინებს მხოლოდ სამი მარშრუტის განახლებას: კიშინიოვი-ლონდონი, კიშინიოვი-მილანი და კიშინიოვი-რომი.

Wizz Air ლონდონში კვირაში სამჯერ, ხოლო რომსა და მილანში კვირაში ორჯერ იფრენს.

Wizz Air-მა უკვე დაიწყო ბილეთების გაყიდვა მოლდოვიდან ფრენებისთვის. თუმცა, მგზავრები ფრთხილად უნდა იყვნენ ფრენების დაჯავშნისას. ზოგიერთი თარიღისთვის, კიშინიოვიდან პირდაპირი ფრენების ნაცვლად, Wizz Air მგზავრებს  რუმინეთის აეროპორტებიდან ალტერნატიულ მარშრუტებს სთავაზობს.