კინოკომპანია Warner Brothers-ი მუშაობს ფილმზე ლეგენდარული კალათბურთელის, კობი ბრაიანტის შესახებ, – წერს გამოცემა Variety.

იტყობინებიან, რომ სცენარი მოყვება 1996 წლის NBA-ს დრაფტის ცერემონიის დღეზე, როცა ბრაიანტი გაცვლის შედეგად „ლოს ანჯელეს ლეიკერსში“ აღმოჩნდა.

კობი ბრაიანტი 2020 წლის 26 იანვარს 41 წლის ასაკში ვერტმფრენის კატასტროფისას დაიღუპა. მან კარიერა 2016 წელს დაასრულა. ის ხუთჯერ გახდა NBA-ს ჩემპიონი „ლეიკერსის“ რიგებში, რომელშიც 20 სეზონი თამაშობდა.

1tv.ge