ავტომწარმოებლები Volvo და Renault, ფრანგულ ლოგისტიკურ ოპერატორთან CMA CGM-თან ერთად, ელექტრო ფურგონების მწარმოებელი ახალი კომპანიის შექმნას გეგმავენ.
MarketWatch-ის ინფორმაციით, შვედური და ფრანგული ავტომწარმოებლები მომდევნო სამი წლის განმავლობაში საერთო საწარმოში 300 მილიონი ევროს (316,5 მილიონი აშშ დოლარი) ინვესტიციას განახორციელებენ და თითოეული საწარმოს აქციების 50%-ს მიიღებს.
CMA CGM პროექტში 120 მილიონი ევროს ინვესტიციას აპირებს.
უახლოეს მომავალში „ვოლვო“ და „რენო“ თავიანთი გეგმების განსახორციელებლად პარტნიორებისა და ინვესტიციების წყაროების ძიებას გააგრძელებენ.
ხელშეკრულების მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცების შემთხვევაში, მხარეები ერთობლივ საწარმოს 2024 წლის დასაწყისში შექმნიან, წარმოება კი 2026 წელს დაიწყება.
ახალი კომპანია საფრანგეთში დაფუძნდება.