უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს, გამოცემის ცნობით სანქცირებულ კომპანიებს შორის არიან სარემონტო ქარხანებიც.
უკრაინის პრეზიდენტმა სანქციები ასევე რუსეთის 51 მოქალაქეს დაუწესა, მათ შორის მეცნიერებს და ქარხნების გენერალურ დირექტორებს. ფიზიკური პირების გარდა, სანქციები გაფართოვდა რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირთან მიმართებითაც
სანქციების სიაში მოხვდა რუსული კომპანია მობილური ტელესისტემების და რუსეთის რკინიგზის უწყებები, ასევე ბელარუსული კომპანიები.