სიქსტეს კაპელის საკვამურიდან შავი კვამლი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ დღეს კონკლავის მეორე და მესამე კენჭისყრაზე პაპი ვერ აირჩიეს.
პაპის ასარჩევად კენჭისყრა დღეს კიდევ 2-ჯერ გაიმართება. ასე გაგრძელდება მანამ, სანამ კაპელიდან ამომავალი თეთრი კვამლი მსოფლიოს 267-ე პონტიფექსის არჩევას ამცნობს.
ცნობისთვის პირველი კენჭისყრა გუშინ ჩატარდა.