ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც უცხოეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეებს სახელმწიფოს „ინტერესების საწინააღმდეგო სამართალდარღვევებისთვის“ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფრთხის წინაშე აყენებს.

Meduza წერს, რომ სამართალდარღვევები მოიცავს სახელმწიფოს მეთაურის ან მთავრობის მაღალჩინოსნების შეურაცხყოფას, არმიის „დისკრედიტაციას“, სანქციებისკენ მოწოდებასა და ნაცისტურ გერმანიასთან საბჭოთა კავშირის საჯაროდ შედარებას.

კანონის ფარგლებში ხელისუფლებას რუსეთის იმ მოქალაქეების ქონებისა და საბანკო ანგარიშების ჩამორთმევა შეეძლება, რომლებმაც ქვეყანა „სიფრთხილის ზომის“ სახით დატოვეს, მათი აქტივები კი გაყინული იქნება მანამ, სანამ ისინი ჯარიმას არ გადაიხდიან.