ზედიზედ მეორე თვეა, OPEC-ის ანალიტიკოსებმა შეამცირეს 2026 წელს გლობალური ნავთობზე მოთხოვნის ზრდის პროგნოზი: ახლა ისინი ვარაუდობენ, რომ ის დღეში 0.97 მილიონი ბარელით გაიზრდება 106.13 მილიონ ბარელამდე, – ნათქვამია ორგანიზაციის ყოველთვიურ ანგარიშში.

წინა პროგნოზით, მოთხოვნა დღეში 1.17 მილიონი ბარელით გაიზრდებოდა და 106.33 მილიონ ბარელს მიაღწევდა. ამგვარად, შეფასება დღეში 200 000 ბარელით შემცირდა.

ამ ცვლილებაში ყველაზე დიდი წვლილი ინდოეთში ნავთობზე მოთხოვნის შეფასების კორექტირებამ შეიტანა.

ვრცლად interfax – ზე