BYD-ის ხელმძღვანელი, ვანგ ჩუანფუ აცხადებს, რომ ჩინური კომპანია ხუთ წელიწადში უდიდესი ავტომწარმოებელი გახდება მსოფლიოში.
მისი თქმით, ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა ექსპორტის ზრდა და ტექნოლოგიური მიღწევები, მათ შორის აკუმულატორებისა და სწრაფი დატენის ტექნოლოგიების გაუმჯობესება, რაც, მისი აზრით, ხელს შეუწყობს გაყიდვების ზრდას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
BYD-ს, რომელიც 2025 წელს 4.6 მილიონი გაყიდული ავტომობილით მეექვსე ადგილზე იყო მსოფლიოში, ბოლო ერთ წელიწადში შიდა გაყიდვები მაღალი კონკურენციის გამო ჩაუვარდა. კომპანიის აქციები ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰონკონგის ბირჟაზე 45%-ზე მეტით დაეცა, ხოლო შენჯენში 33%-ით გაიაფდა.
როგორც Reuters-ი წერს, ვანგ ჩუანფუ კომპანიის აქციების ფასის მკვეთრი ვარდნის შემდეგ ინვესტორების დამშვიდებას ცდილობს.