ექსპატებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნები წელს მექსიკა, ესპანეთ და პანამაა. ამის შესახებ ექსპატთა საერთაშორისო საზოგადოება InterNations Expat Insider 2023-ის რეიტინგში არის ნათქვამი, რასაც „ევროპულსი“ ავრცელებს.
ექსპატი (expat) ჟარგონულად უცხოელი სპეციალისტია, რომელიც მშობლიური ქვეყნის ფარგლებს გარეთ ცხოვრობს და მუშაობს.
ესპანეთმა რეიტინგში წელს პირველი ადგილი დაკარგა და ის მექსიკას დაუთმო, რომელიც თავისი კლიმატითა და კულტურული ცხოვრებით ექსპატებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველი აღმოჩნდა. ამასთან, ისინი მაღალ დონეზე აფასებენ მექსიკაში საცხოვრებლის ხელმისაწვდომობას, ადგილობრივების კეთილგანწყობასა და სპორტით დაკავების საშუალებებს, ხოლო ესპანეთის სუსტი მხარე შეზღუდული კარიერული პერსპექტივა და ბიუროკატია აღმოჩნდა.
ექსპატებისთვის ყველაზე მიმზიდველი ქვეყნების 2023 წლის ტოპ 10-ული ასეთია.
- მექსიკა
- ესპანეთი
- პანამა
- მალაიზია
- ტაივანი
- ტაილანდი
- კოსტა - რიკა
- ფილიპინები
- ბაჰრეინი
- პორტუგალია
პორტუგალიამ, რომელიც რეიტინგში მე-10 ადგილს იკავებს, მაღალი შეფასება მიიღო ცხოვრების მოხერხებულობისთვის, სადაც ექსპატების 80%-ზე მეტი თავს, როგორც საკუთარ სახლში გრძნობს. ქვეყანამ, ასევე, მაღალი შეფასება განვითარებული კულტურული ცხოვრების, კლიმატისა და დაბალი ფასების გამო დაიმსახურა. თუმცა დასაქმების, კარიერული ზრდისა და სამართლიანი ანაზღაურების პერსპექტივა პორტუგალიაში ესაპანეთზე უარესად გამოიყურება.
რაც შეეხება ექსპატებისთვის ყველაზე ცუდ ქვეყნებს, სიის ბოლო 10-ეული ასეთია:
- იაპონია
- ახალი ზელანდია
- მალტა
- იტალია
- სამხრეთ აფრიკა
- გერმანია
- სამხრეთ კორეა
- თურქეთი
- ნორვეგია
- ქუვეითი
მაგალითად, თურქეთში ექსპატების 30% უკმაყოფილოა სამუშაო საათებით, რაც ასეთი ექსპეტების გლობალურ საშუალო მაჩვენებელს, ანუ 16%-ს ორჯერ აღემატება. ამასთან, ისინი თურქეთში სამუშაო უსაფრთხოებისა და პირადი კარიერის შესაძლებლობებითაც უკმაყოფილო არიან. კერძოდ, თითქმის, ყოველი მეოთხე ექსპატი თავისი სამუშაოთი კმაყოფილი არ არის. უარყოფითად შეფასდა თურქული ონლაინ სერვისებიც და 15%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე წვდომა უჭირს.
bpn.ge