უკრაინისა და რუსეთის საკითხებში დონალდ ტრამპის მომავალი სპეციალური წარმომადგენელი კიევს იანვარში ეწვევა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ეს იანვრის დასაწყისში შედგება. ჩვენ ბატონ კელოგს ველოდებით და შემდეგ ვისაუბრებთ იმაზე, თუ რა აქვს მას მხედველობაში“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთისა და უკრაინის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კიტ კელოგი გასულ თვეში დაასახელა.

ipn.ge