უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება რჩება უსაფრთხოების საუკეთესო და ყველაზე იაფ გარანტიად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, რუსეთთან დადებული ნებისმიერი შეთანხმება მხოლოდ მომავალი აგრესიის წინაპირობა იქნება.

„მე ნამდვილად მჯერა, რომ ეს არის უსაფრთხოების ყველაზე იაფი გარანტიები, რისი მიღებაც უკრაინას შეუძლია, ყველაზე იაფი ყველასთვის“, – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.

„ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ რუსეთი კი არ გადაწყვეტს, ვინ უნდა იყოს ნატო-ში და ვინ არა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატები გადაწყვეტს. მე ვფიქრობ, რომ ეს დიდი გამარჯვება იქნება ტრამპისთვის“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, 800 000-კაციანი უკრაინის არმია იქნება ბონუსი ალიანსისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი შეეცდება საზღვარგარეთ დისლოცირებული ამერიკელი ჯარების სახლში დაბრუნებას.

წყარო: 1 არხი