უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქვეყანაში რუსული ჯარის შეჭრის შემდეგ 200 000 ბავშვია დაკარგული. 

„უბრალოდ წარმოიდგინეთ, ჩვენ არ ვიცით სად არის ახლა 200 000 ბავშვი. ზოგი დეპორტირებულია, ნაწილი კი ოკუპირებულ ტერიტორიებზეა და ჩვენ არ ვიცით, ვინ არის მათგან ცოცხალი”, -  განაცხადა ზელენსკიმ სოფიაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიმდინარე წლის მარტში ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ უკრაინიდან რუსეთში უკრაინელი ბავშვების ძალადობრივი და უკანონო გადაყვანის საქმეზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა საკითხების ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერი გასცა.