უკრაინაში ბავშვთა სახლის აღმზრდელი დააკავეს, რომელსაც 1-იდან 2 წლამდე ბავშვები ევროპაში ორგანოებით ვაჭრობის მიზნით გაჰყავდა. ამის შესახებ გამოცემა UNIAN იტყობინება.
ბრალდებულის დაკავების შესახებ ინფორმაცია 24 ივნისს ჟურნალისტმა ვიტალი გლაგოლამ გაავრცელა. მან ასევე მოიპოვა და გამოაქვეყნა დაკავებულის ფოტო.
დენის ვაროდი პოლიციამ ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის მცდელობისას დააკავა. სამართალდამცველებმა ინფორმაცია ერთ-ერთი მცირეწლოვნის მშობლისგან მიიღეს, რომლისგანაც ბრალდებულს ბავშვის ყიდვა სურდა. გამოძიების ინფორმაციით, დენის ვაროდი მშობელს არწმუნებდა, რომ ომის პირობებში ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანა აჯობებდა.
არსებული ინფორმაციით, მან დაკავებამდე სულ მცირე სამი ბავშვის გაყიდვა შეძლო. ამჟამად მას აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა აქვს შეფარდებული.