უკრაინაში დღემდე, სულ მცირე, 21 000 ვაგნერის მებრძოლია დაღუპული. 80 000-ზე მეტი - დაჭრილია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ესპანეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, კერძო სამხედრო კომპანიამ უზარმაზარი ზარალი განიცადა, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინაში, სადაც მისი ყველაზე ძლიერი ჯგუფი იბრძოდა.