უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან სულ მცირე 500 უკრაინელი ბავშვია დაღუპული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, რუსულმა იარაღმა და სიძულვილმა, რომელიც ყოველდღიურად ანადგურებს უკრაინელი ბავშვების სიცოცხლეს, ასობით ადამიანი იმსხვერპლა 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ შეუძლებელია დაღუპული ბავშვების ზუსტი რაოდენობის დადგენა, რადგან ზოგიერთი ტერიტორია რუსეთის ოკუპაციის ქვეშაა.