უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო newshub.ge-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, უკრაინაში საქართველოს საელჩო ინფორმირებულია საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ.

მათივე ცნობით, ყველა შესაბამისი პროცედურა განხორციელდება.

გასული 24 თებერვლის, რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, უკრაინაში 46 ქართველი მებრძოლია დაღუპული.