2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.1 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო სამეული შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: ყირგიზეთი (731.5 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (673.3 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (648.0 მლნ. აშშ დოლარი). ათეულშია რუსეთი, სომხეთი, ყაზახეთი, თურქეთი, ბულგარეთი, უზბეკეთი, ირანი.

2026 წლის იანვარ-ოქტომბერში ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან იმპორტში 68.6 პროცენტი შეადგინა. პირველ სამეულში შედის: თურქეთი (2 468.7 მლნ. აშშ დოლარი), ჩინეთი (1 973.3 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (1 882.6 მლნ. აშშ დოლარი). ათეულშია რუსეთი, გერმანია, აზერბაიჯანი, იაპონია, იტალია, ბულგარეთი, ნიდერლანდები.

წინასწარი მონაცემები საქსტატმა გაავრცელა