უკრაინა მსოფლიო ბანკისაგან $1.5 მილიარდის დახმარებას მიიღებს.- ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიჰალმა განაცხადა, მისივე თქმით აღნიშნული ფინანსები უკრაინის აღდგენას მოხმარდება.
შმიჰალმა ასევე აღნიშნა, რომ სესხი იაპონიის მთავრობის გარანტიებით იქნება უზრუნველყოფილი და იგი სოციალური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერისკენ იქნება მიმართული.
"კერძოდ, სესხით დაფინანსდებიან იძულებით გადაადგილებული პირები; გაძლიერდება მათი ეკონომიკური მდგომარეობა," - განაცხადა მინისტრმა.