უკრაინა $350 მილიარდს, ბევრ სამხედრო შეიარაღებასა და ბრძოლის გაგრძელების უფლებას მიიღებს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტის კითხვის - თუ რას მიიღებს უკრაინა მინერალებზე შეთანხმებაზე ხელმოწერით, პასუხად განაცხადა.

„უკრაინა ძალიან მამაცია, მაგრამ აშშ-ს ფულისა და მისი შეიარაღების გარეშე, ეს ომი დროის ძალიან მოკლე პერიოდში დამთავრდებოდა“, - დაამატა მან. 

ცნობისთვის, Financial Times-ის ინფორმაციით, უკრაინამ და აშშ-მ მინერალებზე შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინის ხელისუფლებას იმედი აქვს, შეთანხმება ხელს შეუწყობს ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის გამოსწორებას.

გამოცემის მიხედვით, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს შეთანხმებას აშშ-სთან ერთად უკრაინის მინერალური რესურსების, მათ შორის, ნავთობისა და ბუნებრივი აირის ერთობლივ განვითარებაზე.