სიდნეიში ჩატარებული UFC 325-ის შემდეგ ორგანიზაციამ ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი (P4P) განაახლა.

კლასიფიკაციაში კვლავ პირველ ადგილზეა ქვესაშუალო წონის (76კგ) ჩემპიონი ისლამ მახაჩევი. მეორე პოზიციას იკავებს მსუბუქი დივიზიონის (70კგ) ქამრის მფლობელი ილია თოფურია.

UFC 325-ზე დიეგო ლოპესის დამარცხების შემდეგ რეიტინგში მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა ქვემსუბუქი დივიზიონის (65კგ) ჩემპიონმა, ავსტრალიელმა ალექსანდერ ვოლკანოვსკიმ.

მეშვიდე პოზიციაზე რჩება სუპერმსუბუქი (61კგ) წონის ყოფილი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი.

UFC-ს ყველა წონის გაერთიანებული რეიტინგი:

  • 1. ისლამ მახაჩევი
  • 2. ილია თოფურია
  • 3. ხამზატ ჩიმაევი
  • 4. ალექსანდერ ვოლკანოვსკი (+1)
  • 5. ალექს პერეირა (-1)
  • 6. პიოტრ იანი
  • 7. მერაბ დვალშვილი
  • 8. ტომ ასპინალი
  • 9. ალექსანდრე პანტოჟა
  • 10. მაქს ჰოლოუეი
  • 11. ჯოშუა ვანი
  • 12. მაგომედ ანკალაევი (+1)
  • 13. დრიკუს დუ პლესი (-1)
  • 14. ჯეკ დელა მადალენა
  • 15. არმან ცარუკიანი

პირველი არხი