UBS-ისა და Credit Suisse-ის შერწყმა დასრულდა და საბანკო-საფინანსო ინდუსტრიაში ახალი გიგანტი გაჩნდა. გარიგების შედეგად Credit Suisse-მა დამოუკიდებელი არსებობა შეწყვიტა და მისი მფლობელი UBS გახდა.

Reuters-ის ინფორმაციით, ამ მასშტაბის გარიგება მსოფლიოში 2008 წლის შემდეგ არ მომხდარა. 2008 წლის ფინანსური კრიზისის შემდეგ ყველაზე დიდი საბანკო გარიგების დახურვის აღსანიშნავად, UBS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სერჯო ერმოტიმ და თავმჯდომარემ კოლმ კელეჰერმა განაცხადეს, რომ მიუხედავად გამოწვევებისა, იყო „ბევრი შესაძლებლობა გაჩნდა“ კლიენტებისთვის, პერსონალისთვის, აქციონერებისთვის და შვეიცარიისთვის.

გაერთიანებული ჯგუფი ზედამხედველობას გაუწევს $5 ტრილიონი დოლარის აქტივებს, რაც UBS-ს მისცემს წამყვან პოზიციას საფინანსო ბაზრებზე, გარიგების გარეშე მას წლები დასჭირდებოდა ამ ზომისა და მიღწევისთვის.

შერწყმამ დაასრულა Credit Suisse-ის 167-წლიანი ისტორია. შვეიცარიული ბანკი ახლა უკვე UBS-ის შვილობილი კომპანიაა, თუმცა Credit Suisse-ის ბრენდი ისევ გააგრძელებს საქმიანობას და მას თავისი დირექტორთა საბჭოც ეყოლება, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას სწორედ UBS-ის მფლობელები მიიღებენ.  

მარტში ცნობილი გახდა, რომ UBS მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ Credit Suisse-ს 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად (3,34 მილიარდ დოლარად) ყიდულობდა. იმ დროს ექსპერტებმა აცხადებდნენ, რომ Credit Suisse-ის კერძო და კორპორაციული საბანკო ფილიალი შვეიცარიაში - Swiss Universal Bank-ი, შეიძლება რამდენჯერმე იმაზე ძვირი ღირდეს, რაც UBS-მა Credit Suisse-ში მთლიანობაში გადაიხადა.