საქმიანი მოგზაურების დაახლოებით 62% შეშფოთებულია მოგზაურობის დროს სტიქიური უბედურებების რისკით, ხოლო ხანძრები ამჟამად ყველაზე სწრაფად მზარდ საფრთხეებს შორისაა, – ნათქვამია World Travel Protection-ის კვლევაში, რომელიც კომპანიამ Riskline-თან თანამშრომლობით მოამზადა.
გამოკითხვაში მსოფლიო მასშტაბით სულ 2000-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა.
მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში ხანძრის შესახებ გაფრთხილებების რაოდენობა თითქმის ოთხჯერ მეტი იყო გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში, ექსპერტების მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 2023-დან 2024 წლამდე 84%-ით გაიზარდა.
ტყის ხანძრები, რომლებიც ადრე სეზონური იყო და ძირითადად მაღალი რისკის ზონებით შემოიფარგლებოდა, ამჟამად სულ უფრო მეტ ქვეყანას აზიანებს, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებს, ჩილეს, ავსტრალიას, კანადასა და საბერძნეთს.
ვრცლად buyingbusinesstravel – ზე