თურქული ლირის რეალურად დევალვაციის პროცესი დასრულებულია და თურქული ლირა გაძვირდება, ამის შესახებ განაცხადა პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

„თურქული ლირა გაძვირდება, ახლა დიდია ალბათობა იმისა, რომ ჩვენი ეროვნული ვალუტა რეალურად გამყარდეს“, - განუცხადა პრეზიდენტმა ერდოღანმა ჟურნალისტებს თვითმფრინავში ალჟირიდან დაბრუნებისას, იუწყება Yeni Şafak.

მისი თქმით, ჯანსაღი პოლიტიკისა და სტრუქტურული რეფორმების წყალობით, ინვესტორების ნდობა ქვეყნის ეკონომიკის მიმართ გაიზრდება.