თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა დაეხმაროს მარცვლეულის შეთანხმების განახლებას. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ იტალიურ გაზეთ Corriere della sera-ს განუცხადა.
„თურქული დიპლომატია მუშაობს რუსულ დიპლომატიასთან, მაგრამ ხორბლის ექსპორტისთვის ჩვენ ვქმნით ალტერნატიულ მარშრუტებს, რომელიც შავ ზღვაზე არ გადის“, - განაცხადა მინისტრმა.
ამასთან, კულებამ რუსეთის ხელმძღვანელობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების შესაძლებლობა კვლავ გამორიცხა.
„გასულ წელს მარცვლეულის შესახებ შეთანხმება მიღწეული იქნა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშისა და თურქეთის პრეზიდენტის ერდოღანის შუამავლობით. იყო ორი ცალკე შეთანხმება - ჩვენთან და მოსკოვთან. ეს შეიძლება იყოს ვარიანტი: საჭიროა კრეატიული მიდგომა გადაწყვეტილებების მოსაძებნად“, - განაცხადა დიპლომატმა.


