„თურქეთის ავიახაზებმა“ სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე რეისები დაიწყო, - ამის შესახებ „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახური იტყობინება.

პირველი რეისის დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის სამოქალაქო ავიაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სტეფან პაიასლიანი; „სომხეთის საერთაშორისო აეროპორტების“ სსს-ს დირექტორი და გენერალური მენეჯერი მარსელო ვენდე; გაყიდვების ვიცე-პრეზიდენტი (აღმოსავლეთი ევროპა) ჰუსეინ ოზბეკი; და „თურქეთის ავიახაზების“ საქართველოსა და სომხეთის გენერალური მენეჯერი კენან ინჯე.

სტამბოლი-ერევანი-სტამბოლის მარშრუტზე რეისები ყოველდღიურად შესრულდება, 14 მაისიდან კვირაში 10 რეისამდე, ხოლო 15 ივნისიდან კვირაში 14 რეისამდე გაიზრდება.