ირანის რეჟიმი საჰაერო შესაძლებლობებს ყოველდღიურად კარგავს, - ამის შესახებ აშშ-ის ცენტრალური სარდლობა აცხადებს.

აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის მიერ ირანულ სამხედრო თვითმფრინავებზე განხორციელებული დარტყმები ჩანს.

„ჩვენ ირანული საფრთხის წინაშე არა მხოლოდ თავს ვიცავთ, არამედ მას ვანადგურებთ“, - ნათქვამია აშშ-ის ცენტრალური სარდლობის განცხადებაში.

წყარო: ინტერპრესნიუსი