თუ უკრაინა რუსეთს არ დაამარცხებს, მოსკოვის გამარჯვება ევროპისთვის კარგად არ დამთავრდება, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელუს ლანდსბერგისმა განაცხადა.
„არ არსებობს სცენარი, რომ თუ უკრაინა არ მოიგებს, ეს შეიძლება კარგად დასრულდეს ევროპისთვის“, - აღნიშნა ლანდსბერგისმა.
მისი თქმით, არსებობს შანსი, რომ რუსეთი უკრაინაზე არ შეჩერდება.