წინასწარი მონაცემებით, ჩვენ წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, ჩვენი მე-13 პრეზიდენტი ქემალ კილიჩდაროღლუა, – ეს განცხადება სტამბოლის მერმა, ეკრემ იმამოღლუმ გააკეთა.

იმამოღლუ აცხადებს, რომ სააგენტო „ანადოლუს“ მიერ გამოქვეყნებული შედეგები არ არის სანდო.

„სააგენტო ანადოლუ და მისი ადმინისტრატორები მონაცემებს აკლებენ, როდესაც რეალურ შედეგებს ხედავენ. მათი ნდობა არ შეიძლება. ჩვენ წინ ვართ თურქეთის ყველა რეგიონში, მათ შორის ანკარასა და სტამბოლში. დღეს საღამოს ქემალ კილიჩდაროღლუ გამოცხადდება ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტად“,- აღნიშნა იმამოღლუმ.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები გაიმართა. ამ დროისთვის უბნის 47 პროცენტზე მეტია დათვლილი. წინასწარი შედეგების მიხედვით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი 52,19 %-ით ლიდერობს,მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ კილიჩდაროღლუა 41.93%-ით.