აზიის განვითარების ბანკმა (ADB) ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონულ ჯგუფში შედის, რომელიც ცხრა ქვეყანას აერთიანებს.
ADB-ის პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა 2025 წელს 7.5%-ით გაიზარდა, რითაც ქვეყანა რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით მეოთხე ადგილზე იყო. საქართველოზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდათ ყირგიზეთს – 11.1%, ტაჯიკეთს – 8.4% და უზბეკეთს – 7.7%.
2026 წელს აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის 6.3%-იან ზრდას ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდება, საქართველო რეგიონში კვლავ მეოთხე პოზიციაზე იქნება. მას ყირგიზეთი (8.9%), ტაჯიკეთი (7.0%) და უზბეკეთი (7.0%) უსწრებენ.
რაც შეეხება 2027 წელს, ADB საქართველოს ეკონომიკური ზრდის 5.2%-ზე პროგნოზირებს. ამ შემთხვევაში ქვეყანა რეგიონში მეექვსე ადგილზე იქნება. საქართველოს წინ იქნებიან ყირგიზეთი (8.4%), ტაჯიკეთი (6.8%), უზბეკეთი (6.8%), თურქმენეთი (6.2%) და სომხეთი (5.5%).
ამასთან, მთლიანად კავკასიის, ცენტრალური და დასავლეთ აზიის რეგიონის ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 4.6% იყო, 2026 წელს 3.7%-მდე, ხოლო 2027 წელს 4.1%-მდეა პროგნოზირებული.
საქართველო აღნიშნულ რეგიონში 2025 წელს ყველაზე მაღალი ზრდის მქონე ქვეყნებს შორის იყო, თუმცა ADB-ის პროგნოზით, მომდევნო წლებში მისი ეკონომიკური ზრდის ტემპი ეტაპობრივად შენელდება.