ინვესტორებმა, რომლებმაც აშშ-ს ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის კრიპტოვალუტაში ($TRUMP) ინვესტიცია განახორციელეს, 2 მილიარდი დოლარის ზარალი განიცადეს

The New York Times-ის ცნობით, დაზარალებულთა შორის 800 000-ზე მეტი კრიპტო საფულის მფლობელია.

ამერიკის პრეზიდენტის სახელობის მონეტა ამ დროისთვის 17 დოლარად იყიდება, რაც ოთხჯერ ნაკლებია მის პიკურ ფასთან შედარებით, რომელმაც 75 დოლარი შეადგინა.