აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და Coca-Cola შეთანხმდნენ აშშ-ში ცნობილი გაზიანი სასმლის შემადგენლობის შეცვლაზე. პრეზიდენტმა ამის შესახებ 17 ივლისს სოციალურ ქსელ Truth Social-ზე საკუთარ ანგარიშზე განაცხადა.
სასმლის წარმოების პროცესში კომპანიამ სიმინდის სიროფი ლერწმის შაქრით უნდა ჩაანაცვლოს.
დონალდ ტრამპმა კომპანიის მენეჯმენტს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება „ყველასთვის უკეთესი იქნება“.
წელს თებერვალში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალუმინის ფასების ზრდის გამო Coca-Cola შესაძლოა პლასტმასის ბოთლების გამოყენებაზე გადავიდეს. კომპანიის ხელმძღვანელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეფუთვა საერთო ხარჯების მხოლოდ ერთი ასპექტია.