აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინის სამხედრო დახმარების გაგრძელებას გეგმავს. - ამის შეასხებ Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ტრამპი ინაუგურაციის შემდეგ უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას გააგრძელებს.

გამოცემის წყაროების განცხადებით, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი არ უნდა გახდეს და ომის დაუყოვნებლივ დასრულება სურს. თუმცა, მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის მიწოდება „მშვიდობა ძალის მეშვეობით“ იდეას შეესაბამება