ილონ მასკის კომპანია Tesla, 2 წლის დაგვიანებით, ოსტინის ქარხანაში კიბერმანქანის მასობრივ წარმოებას იწყებს.
მასკმა ელექტროპიკაპი 2019 წელს წარადგინა, მაგრამ მაშინ მასობრივი წარმოება გადაიდო. მასკმა ეს ნაწილების მიწოდებასთან დაკავშირებულ პრობლემებს მიაწერა.
მიმდინარე წლის მაისში მწარმოებელი კომპანია აქციონერებს დაჰპირდა, რომ Tesla წლიურად 250 000 კიბერმანქანის წარმოებას შეძლებს.
ექსპერტების აზრით, კიბერმანქანის წარმოება Tesla-ს საშუალებას აძლევს აშშ-ის ავტომობილების ბაზრის ერთ-ერთ ყველაზე მოგებიან სეგმენტში შევიდეს.
ელექტრო პიკაპებს ასევე აწარმოებენ Ford Motor და Rivian Automotive, მაგრამ მათი წარმოების მოცულობა ჯერ კიდევ მცირეა.
ილონ მასკის განცხადებით, ელექტრო პიკაპი ხელმისაწვდომი იქნება სამ ვერსიაში, 400 კმ-ზე, 480 კმ-ზე და 800 კმ-ზე. ბიუჯეტური ელექტროპიკაპი $40 000, ხოლო ყველაზე ძვირად ღირებული ვერსია კი - $70 000.