ავსტრიულმა საიუველირო ბრენდმა, Swarovski-მ რუსეთში ბიზნესი მთლიანად დახურა. ამის შესახებ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ალექსის ნაზარდმა განაცხადა, რასაც ავსტრიული პრესის სააგენტო (APA) ავრცელებს.
ნაზარდის თქმით, Swarovski-მ, რომელმაც წელს რუსეთიდან სრული გასვლა დააანონსა, ეს პროცესი უკვე დაასრულა.
2022 წლის 24 თებერვლის, ანუ უკრაინის ომის დაწყების შემდეგ Swarovski-მ რუსეთში 12-ვე საცალო მაღაზია დახურა, ასევე, ონლაინ-გაყიდვები შეწყვიტა. თუმცა კომპანიას ქვეყანაში ბიზნესი მთლიანად არ დაუხურავს. 2022 წლის მარტში Swarovski-მ რუსეთში მაღაზიები მხოლოდ დროებით დახურა, ხოლო პროდუქციის ონლაინ-გაყიდვები შეაჩერა.
რუსეთში ბიზნესაქტივობის მთლიანად შეჩერება ალექსის ნაზარდმა მიმდინარე წლის მარტში დააანონსა.