თურქეთის ქალაქ სტამბოლთან, მარმარილოს ზღვაში თურქული დროშის ქვეშ მცურავი ორი კომერციული გემი ერთმანეთს შეეჯახა და ერთ-ერთ გემთან კავშირი დაიკარგა, - ინფორმაციას Reuters-ი სტამბოლის გუბერნატორის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გუბერნატორის ადმინისტრაციის განცხადებით, სტამბოლის სილივრის რაიონთან ერთმანეთს შეეჯახა თურქული დროშის ქვეშ მცურავი „ალსუ“, რომელიც ეგეოსის პორტ ალიაგაში მიემართებოდა, და თურქული დროშის ქვეშ მცურავი „ტუგბერკ იმამოღლუ“, რომელიც შავი ზღვის პორტ კარადენიზ ერეგლისკენ მიემართებოდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებისთვის ადგილზე სანაპირო დაცვის გემები და ვერტმფრენები გაგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით, „ალსუს“ ხილული დაზიანება არ აღენიშნება, თუმცა, ხელისუფლებამ „ტუგბერკ იმამოღლუსთან“ და მისი ეკიპაჟის 10 წევრთან კავშირის დამყარება ვერ შეძლო.

სტამბოლის საზღვაო სავაჭრო პალატის მონაცემების თანახმად, ზეიბე დენიზჩილიკის საკუთრებაში არსებული „ტუგბერკ იმამოღლუ“ ნაყარი ტვირთების გადამზიდავი გემია, ხოლო „ოზპულათანე დენიზ ტასიმაჩილიგის“ საკუთრებაში არსებული „ალსუ“ ქიმიური ტვირთების ტანკერად ოპერირებს.

ipn.ge